ამ გვერდის ამობედვა

ევროკავშირმა მოზრდილი მოსახლეობის 55% აცრა

ევროკავშირში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 200 მლნ ადამიანია ვაქცინირებული.

ეს მოზრდილი მოსახლეობის 55 პროცენტს შეადგენს. ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული მოზრდილი მოსახლეობის 68.4 პროცენტს. 

 

ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა სპინატმა განაცხადა, რომ აუცილებელია ვაქცინაცია ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე თანაბრად ჩატარდეს. 

 

რუმინეთში, ბულგარეთსა და ხორვატიაში ვაქცინაცია გაცილებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ევროკავშირი აცხადებს, რომ მიზანი ივლისის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 70 პროცენტის სრულად აცრაა. 

წაკითხვა 348 ჯერ

სიახლეები