ამ გვერდის ამობედვა

აფრიკაში უპრეცედენტოდ დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

აფრიკის სამხრეთ ნაწილში, სადაც ახლა ზამთარია, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, 24 ივლისის ღამეს 19 რეგიონში დაბალი ტემპერატურის ისტორიული მინიმუმის რეკორდი მოიხსნა. ქალაქ კიმბერლიში ტემპერატურა -9.9°С-მდე დაეცა. ხოლო იოჰანესბურგში კი -7°С-მდე. ეს მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

სინოპტიკოსებთა განცხადებით, დაბალი ტემპერატურა რეგიონში კიდევ ერთი კვირა იქნება. 

 

მათივე განმარტებით, ჰაერის ცივი მასა ანტარქტიდიდან მოდის.

წაკითხვა 274 ჯერ