ამ გვერდის ამობედვა

Amazon 746 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

ევროკავშირის მარეგულირებელმა კომპანიამ Amazon-ი 746 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

 

Reuters-ის ცნობით, ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის ეროვნულმა კომისიამ (CNPD) Amazon-ს საჯარიმო სანქცია 16 ივლისს დააკისრა.

 

Amazon-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანია კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია მოითხოვს, რომ კომპანიებმა მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამოყენებამდე, მათგან ნებართვა უნდა მიიღონ.

წაკითხვა 263 ჯერ