ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი
ჰაიტის პრეზიდენტის ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვენდელე კოკ ტელოტია ეჭვმიტანილი.
Reuters-ის ცნობით, ყოფილ მოსამართლეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიების ცნობით, ვენდელე კოკ ტელოტი კოლუმბიელ დაქირავებულ მკვლელებს შეხვდა, რომლებიც პრეზიდენტზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. ბრალდებული მოსამართლის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
ანონიმური მუქარები ხორციელდება ჟოვენელ მოიზის მკვლელობის საქმეზე მომუშავე გამომძიებლებისა და მოსამართლეების მისამართით, რის გამოც ბევრი მათგანი კონსპირაციულ მისამართებზე ცხოვრობს.
მოკლული პრეზიდენტის ცოლმა, მარტინა მოიზმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე მხოლოდ ოლიგარქებს შეეძლო მოეკლათ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით