ამ გვერდის ამობედვა

ისრაელში COVID-ვაქცინის მესამე დოზის მიღება დაიწყეს

ისრაელში 60 წელს გადაცილებული პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყო.

ინფორმაციას სააგენტო Xinhua ავრცელებს.

 

კამპანიის პირველ დღეს მესამე დოზა დაახლოებით 38 ათასმა ადამიანმა მიიღო და კიდევ 219 ათასი ვაქცინაციაზე დარეგისტრირდა .

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის განცხადებით, აგვისტოს ბოლოსთვის მესამე დოზით ვაქცინაცია 60 წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს.

 

ვაქცინაციის პროცესში მედიკოსებს სამხედროები ეხმარებიან.

წაკითხვა 311 ჯერ

სიახლეები