NASA მთელ მსოფლიოში მასიურ წყალდიდობებს პროგნოზირებს
NASA-ს მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ დედამიწაზე კატასტროფული წყალდიდობა, შესაძლოა, ბევრად უფრო ადრე დაიწყოს, ვიდრე ნავარაუდები იყო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt იუწყება.
მკვლევრები ამის მიზეზად არა მხოლოდ გლობალურ დათბობას, არამედ მთვარის ორბიტის რხევებსაც ასახელებენ, რომლებიც გავლენას დინებაზე.
ზოგადად მიღებული პროგნოზების თანახმად, 2100 წლისთვის ზღვის დონე შეიძლება დაახლოებით ერთი მეტრით გაიზარდოს. თუმცა, როგორც NASA-ს კვლევა გვაფრთხილებს, კატასტროფული წყალდიდობა, შესაძლოა 2030-იან წლებში დაიწყოს.
ბენ ჰამლინგტონი ნასას მეცნიერი: მომდევნო ათწლეულებში, რადგანაც გლობალური დათბობის გამო ზღვის დონე კვლავ იზრდება, ზღვის დონის აწევა, გლობალური დათბობა და შემდეგ ოკეანის ცვალებადობის ბუნებრივი მიზეზები, ანუ ბუნებრივი აწევის მიზეზები ოკეანეში ზღვის დონის ვარდნა დატბორავს სანაპირო ზონებს.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უახლოეს ათწლეულებში, განსაკუთრებით 2030 - 2040 წლებში, სანაპირო წყალდიდობის სიხშირის ზრდა მართლაც მნიშვნელოვანი გახდება. ჩვენ გავხდებით ახალი მასშტაბის წყალდიდობის მომსწრე, რომელთან ერთადაც ცხოვრება მოგვიწევს. მოგვიწევს ადაპტირება, რათა ნორმალური ცხოვრების წარმართვის მიზნით ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ", - NASA-ს მეცნიერი ბენ ჰამლინგტონი.
სიახლეები
- “როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი მოცლილია, მინდა, კომისიაზე დასწრება შევთავაზო” - წულუკიანი
- ლარის კურსი
- “ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“ – თეა წულუკიანი
- “თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის” - ლილუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე
- “ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც; ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, “მოლოტოვის კოქტეილი” ერთნაირად წვავს პოლიციელებს” – პაპუაშვილი