Nirvana-ს ალბომის ყდაზე გამოსახული ბიჭი ჯგუფს უჩივის
ჯგუფ Nirvana-ს საკულტო ალბომის Nevermind–ის ყდაზე გამოსახულმა პირმა, ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით ჯგუფის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
ალბომი 1991 წელს გამოვიდა. ალბომის ყდაზე წყალში მცურავი შიშველი ჩვილია გამოსახული. სურათზე ასევე გამოსახულია ანკესზე წამოცმული დოლარის კუპიურა, რომელსაც თითქოს ბავშვი მიჰყვება, რაც მეტწილად კაპიტალიზმის დეკლარაციად აღიქმებოდა.
ალბომის ყდაზე გამოსახული შიშველი ბავშვი როგორც აღმოჩნდა სპენსერ ელდენია, რომელსაც ახლა 30 წელი შეუსრულდა.
ელდენმა სარჩელი შეიტანა ჯგუფის ამ დროისათვის ცოცხალი წევრების, კერძოდ დეივ გროლისა და კრისტ ნოვოსელიჩის წინააღმდეგ, ასევე კურტ კობეინის ქვრივის, კორტნი ლავის წინააღმდეგაც. თითოეული ბრალდებულისგან იგი კომპენსაციის სახით 150 ათასი დოლარს ითხოვს.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით