გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია გაიხსნა
ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია გაიხსნა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა მადლობა გადაუხადა თურქეთის წარმომადგენელს, ვოლქან ბოზქირს, რომელიც 75-ე სხდომას თავმჯდომარეობდა და სიმბოლური ჩაქუჩი გენერალური ასამბლეის ახალ ხელმძღვანელს, მალდივების წარმომადგენელს აბდულა შაჰიდს გადასცა.
ახალი სესიის გახსნისას შაჰიდმა განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა "კოლექტიური შფოთვა და იმედგაცრუება", რაც პანდემიასთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის. მისი თქმით, ასევე შეშფოთებას იწვევს კლიმატის ცვლილების, კატასტროფების, კონფლიქტებისა და არასტაბილურობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
მისი თქმით, ახლა მსოფლიოს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება იმედი და გაერო-მ უნდა აჩვენოს პლანეტაზე მცხოვრებ ხალხს, რომ "ჩვენ ვიცით მათი მდგომარეობა", "უნდა მოვუსმინოთ" და "მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პრობლემების დასაძლევად".
”ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ გამბედაობა წინსვლისთვის”,- დასძინა მან.
მოსალოდნელია, რომ მაღალი დონის კვირეულზე ნიუ-იოკრში 83 სახელმწიფოს ლიდერი, 43 მთავრობის ხელმძღვანელი და 23 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავლენ.
სიახლეები
- „ერთ-ერთი ინსპირატორი ბაჩიაშვილია“ - „ოცნება“ ფინანსური დამნაშავეებისგან ქონების ამოღებას „ამარტივებს“
- “თუ კანონი არ იცავს საჯარო მოხელეს, რომ თავისი საქმიანობა განახორციელოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება დემოკრატიის ელემენტარული პრინციპი მიღწეული” - ნინო წილოსანი
- “ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებშია იწვევს იმ ხალხის გაღიზიანებას, რომელთა მიზანიც არის საკუთარი ქვეყნის დაზიანება” - მაკა ბოჭორიშვილი
- ლარის კურსი
- "ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს” - სალომე ზურაბიშვილი