კენედის მკვლელობის საქმეზე ახალი მასალები გასაჯაროვდება
15 დეკემბერს, თეთრი სახლი ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე ახალ მასალებს გამოაქვეყნებს.
ოფიციალური ინფორმაციით, 1992 წელს კონგრესმა საჭიროდ ჩათვალა, გაესაჯაროვებინა ამ საქმეზე ყველა მასალა, თუ ეს ზიანს არ მიაყენებდა დაზვერვის, სამართალდამცავ ან საგარეო პოლიტიკურ ორგანოებს.
ბაიდენმა საქმის მასალების გასაჯაროების წესი უკვე დაამტკიცა. შეიქმნება საჯარო ციფრული ბაზა, სადაც ყველა გამოქვეყნებული დოკუმენტი ღიად განთავსდება.
ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასში, ქალაქ დალასში მოკლეს. მკვლელობაში ლი ჰარვი ოსვალდი იყო ეჭვმიტანილი, თუმცა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ის დალასელმა ჯეკ რუბიმ მოკლა. FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის მტკიცებით კენედი სწორედ ოსვალდმა მოკლა.
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე