ბიოტერორიზმი პანდემიაზე საშიშია - ბილ გეითსი
Microsoft-ის დამფუძნებელმა და ფილანთროპმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით, შესაძლო ტერორისტული თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს.
ამის შესახებ BBC წერს.
გეითსის თქმით, ბიოტერორიზმი პანდემიაზე გაცილებით საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.
ბიზნესმენმა ბრიტანეთში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია Policy Exchange-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კვლევასა და ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სპეციფიკური მექანიზმების შემუშავებაზე, ახალი საფრთხეების დასაძლევად, მილიარდობით დოლარი უნდა დაიხარჯოს.
გეითსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნისაკენ მოუწოდა, რომელიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს. მისი თქმით, ამ სტრუქტურას ასევე ბიოტერორისტების შესაძლო თავდასხმების თავიდან აცილება და შესაბამისი შეიმუშაო სცენარების შედგენაც უნდა დაევალოს.
ბილ გეითსი ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმების საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელობას შემდეგნაირად ხსნის.
„რა მოხდება, თუ ბიოტერორისტები ინფექციას 10 აეროპორტში მიიტანენ? ჩვენ ვიცით, როგორ შეუძლია მსოფლიოს ამაზე რეაგირება. არსებობს ბუნებრივად წარმოქმნილი ეპიდემიები და ეპიდემიები, რომლებიც ბიოტერორიზმით არის გამოწვეული. ეს უკანასკნელი შესაძლოა იმაზე რთულ იყოს, რასაც ახლა განვიცდით", - აცხადებს ბიზნესმენი.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო