"ნატო უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების სახელით „ბოევიკებს“ აგზავნის"
ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების სახელით „ბოევიკებს“ აგზავნიან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რეგიონს, კერძოდ უკრაინას, იარაღით ამარაგებენ. მე ვსაუბრობ პირდაპირ მიწოდებაზე, სამომავლო კონტრაქტებზე, მრავალმილიონიან კონტრაქტებზე. მეტიც, იქ „ბოევიკებს“ აგზავნიან სამხედრო ინსტრუქტორების სახელით", - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო განლაგებით და ეს სიტუაცია აიძულებს მოსკოვს მიიღოს ზომები თავისი ინტერესების დასაცავად.
ტეგები:
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან