ამ გვერდის ამობედვა

"უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას ვგმობ"

მკაცრად ვგმობ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, ნატო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინასთან მისი კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად.

 

„ნატო-ს კიბერექსპერტები ბრიუსელში უკრაინელ კოლეგებს უზიარებდნენ ინფორმაციას მიმდინარე მავნე კიბერ აქტივობების შესახებ. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება,“- აცხადებს სტოლტენბერგი.

 

შეგახსენებთ, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ“.

 

მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორისაა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები.

წაკითხვა 200 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 15 2022