ამ გვერდის ამობედვა

კიევის სასამართლო პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს

კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო ღალატის საქმეზე უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ადვოკატების განცხადებით, პოროშენკოს არ მიუღია არცერთი საპროცესო დოკუმენტი და მათ დოკუმენტების გასაცნობად დრო მოითხოვეს.

 

სასამართლო პროცესზე ცოტა ხნის წინ შესვენება გამოცხადდა და სხდომა ადგილობრივი დროით 14.00 საათზე გაგრძელდება.

 

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ვარშავიდან უკრაინაში ჩაფრინდა. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მესაზღვრეები შეეცადნენ, ის უკრაინაში არ შეეშვათ.

 

„მათ წამართვეს პასპორტი და ცდილობდნენ არ შევეშვით უკრაინის ტერიტორიაზე, თითქოს ცდილობდნენ დაედგინათ, ვიყავი თუ არა პეტრო პოროშენკო,“ - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

 

პოროშენკოს აეროპორტთან მხარდამჭერები დახვდნენ, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ.

 

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

წაკითხვა 247 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 17 2022