იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გეგმავს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გეგმავს.
BBC-ის ეთერში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ნატოს ჯარების უკრაინაში შეყვანას, თუ რუსეთი შეიჭრება, სტოლტენბერგმა უპასუხა:
„ჩვენ არ ვგეგმავთ ნატოს სამხედრო ძალების განთავსებას უკრაინაში... ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერაზე“.
მისივე თქმით, "არსებობს განსხვავება ნატოს წევრობასა და უკრაინის მსგავს ახლო და ძვირფას პარტნიორს შორის“.
ნატო-ს გენმდივნის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობას, იარაღს, მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და ნატო ბევრს აკეთებს უკრაინის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა მან თავი დაიცვას.
სიახლეები
- ხობში ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
- კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა
- ,,შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დავუწესოთ" - დონალდ ტრამპი
- უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა
- მასკმა 2022 წელს უკრაინის შეტევის დროს Starlink-ის გათიშვის ბრძანება გასცა