რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 57 და დაშავდა 169 ადამიანი
უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 57 და დაშავდა 169 ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება.
ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, მოცემულ ეტაპზე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სტაბილურად მუშაობს.
მისი თქმით, მედიცინის მუშაკები მუდმივად მუშაობენ, მორიგეობს ყველა ექიმი არამხოლოდ ქირურგიული პროფილით, არამედ ტრავმატოლოგები და რეანიმატოლოგები.
„გენერალურ შტაბს აქვს სამედიცინო დანაყოფი, სადაც ასევე ჯანდაცვის სამინისტროს თანამშროლები არიან დასაქმებულები. ჩვენ მუდმივად ვართ კოორდინაციაში, ვეხმარებით ერთმანეთს, რათა ყველა მიიღოს დახმარება“, – განაცხადა ლიაშკომ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება