"რუსეთს სხვა ქვეყნების თავდასხმის გეგმა არ აქვს, ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს"
რუსეთს სხვა ქვეყნების თავდასხმის გეგმა არ აქვს, ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, იყო სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქადდა რუსეთის ფედერაციას.
„რაც შეეხება რუსეთის გეგმებს, დაესხას თავს სხვა ქვეყნებს, ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს. ჩვენ უკრაინასაც არ დავსხმივართ თავს. ჩვენ ძირითადად აღვნიშნავდით, რომ იყო სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქადდა რუსეთის ფედერაციას და მიუხედავად მრავალი ახსნა- განმარტებისა, კომენტარებისა, წინადადებისა, არავინ გვისმენს ჩვენ. და პრეზიდენტი პუტინი საუბრობდა მაგალითად დონბასის მოვლენებზე, მაგალითად, შეტევები სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ იგეგმებოდა აი ამ თვისთვის. და პენტაგონის აქციები და ქმედებები ასევე არის აღსანიშნავი ბიოლოგიურ ლაბორატორიებში უკრაინაში, პათოგენებზე ექსპერიმენტები, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური იაღარის შესაქმნელად. და ევროკავშირმა გააკეთა განცხადება, რომ იგივეს არ აკეთებს უკრაინაში და ჩვენ არ გვაკვირვებს ეს. რაც განაცხადეს გამომსვლელებმა გაერო-დან, რომ მათ არ აქვთ ამაზე ინფორმაცია, ესეც არაა გასაოცარი, რადგან ამერიკელებმა ეს გააკეთეს დახურულად, ცდილობდნენ, დაემალათ ეს აქტივობები. აღნიშნულს აკეთებდნენ მრავალ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში და ჩინეთში ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. არსებობს ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, რომელიც გვთავაზობს, რომ ყველა ქვეყანა ანგრიშვალდებული უნდა იყოს იმ აქტივობებზე, რომელიც მიმდინარეობს საკუთარ ტერიტორიაზე და სხვა ვქეყანაში. მაგრამ ქვეყნებს, რომლებიც იარაღს აწვდიან უკრაინას, უნდა ესმოდეთ, რომ მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ქმედებებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი