"პანდემიამ ევროკავშირში აზრობრივი პროცესები დააჩქარა“- სერგეი ლავროვი
რუსული გაზეთის „ტრუდ“-ის («Труд») დღევანდელ, 21 აგვისტოს ნომერში სათაურით „სერგეი ლავროვი: „პამდემიამ ევროკავშირში აზრობრივი პროცესები დააჩქარა“, გამოქვეყნებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუ, რომელშიც იგი ჟურნალისტ მიხეილ მოროზოვთან მრავალ საკითხზე საუბრობს - რუსეთის როლზე გაეროში, დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებზე, პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე, კორონავირუსის პანდემიაზე...
ინტერვიუში სერგეი ლავროვი ეხება აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში შექმნილ სიტუაციას - სომხეთ-ზერბაიჯანის კონფლიქტს და რუსეთის ურთიერთობას საქართველოსთან.
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
- როგორია ჩვენს მეზობელთან - საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივები?
- ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში რუსეთს და საქართველოს ერთმანეთთან აქვთ კავშირები, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე. შეგახსენებთ, რომ მათი გაწყვეტა თბილისის ინიციატივით მოხდა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ წამოწყებული სამხრეთოსური ავანტიურის შედეგად. ამასთან რუსეთი მუდმივად გამოდის საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეგობრული ურთიერთობების [აღდგენისათვის]]. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამაში გამოიხატება ორი ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესები, რომლებსაც საერთო ისტორია და კულტურა აქვთ, რომლებიც განმტკიცებულია ერთმანეთთან დაკავშირებული მილიონობით ადამიანების ბედით. ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს ალიანს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავრობის მიერ 2012 წელს ინიცირებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ. ჩვენი მიზანდასახულობა ასეთია - რაც მეტი ნორმალიზება იქნება, მით უკეთესია. ამ თვალსაზრისით რუსეთის მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომელთა მიერ პერიოდულად ხდება ანტირუსული კარტის გათამაშება კონიუნქტურული მიზნებით, ამ საკითხში თანმიმდევრობა აშკარად აკლიათ.
თუმცა, ამის მიუხედავად, ცხოვრება თავისას აკეთებს. რუსეთს დღეისათვის მტკიცედ აქვს დაკავებული მეორე პარტნიორის პოზიცია საქართველოსთან საგარეო ვაჭრობის სფეროში (თურქეთის შემდეგ), საქონელთბრუნვის საერთო მოცულობა 1,33 მლრდ. დოლარს შეადგენს (2019 წლის მონაცემებით). სწორედ რუსეთის ბაზარზე ახდენს საქართველო თავისი ღვინის ორი მესამედის წარმატებით რეალიზებას. რუსეთი ასევე აგრძელებს ლიდერობას კერძო ფულად გზავნილების სფეროშიც (დაახლოებით 430 მლნ. დოლარი 2019 წელს). ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირების უფრო მეტად განმტკიცებას ხელს უწყობენ რუსი ტურისტებიც (1,5 მლნ. 2019 წელს).
2013 წლის ბოლოს რუსეთსა და საქართველოს შორის განახლდა რეგულარული საავტობუსო მოძრაობა, ხოლო 2014 წლის ოქტომბრიდან - ავიამიმოსვლა. სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე იქნა გადაყვანილი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ერთადერთი სახმელეთო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“. გააქტიურდა კონტაქტები კულტურის, სპორტის, მეცნიერების, რელიგიის, ბიზნესის სფეროებში. ამ ფონზე ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზეც კი დავიწყეთ მუშაობა. სამწუხაროდ, დაწყებულ დადებით დინამიკას ხელი შეუშალა თბილისში 2019 წლის ივნის-ივლისში მომხდარმა მოვლენებმა, როცა ქართველი ნაციონალ-რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაციის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლაზე დროებითი აკრძალვა იქნა შემოღებული. მინდა იმედი მქონდეს, რომ ავიამიმოსვლის განახლება უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით თვალს ვადევნებთ საქართველოში არსებულ სიტუაციას და, რა თქმა უნდა, ველოდებით სსანიტარულ-ეპიდემოლოგიური ვითარების ნორმალიზებას რეგიონში და მსოფლიოში, რეგულარული ავიარეისების განახლებას სხვადასხვა მიმართულებით.
იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ მალე განახლდება პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი როგორც „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატით, ასევე ჟენევის დისკუსიები... ვფიქრობ, უფრო აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული შვეიცარიის საელჩოებში (მოსკოვსა და თბილისში) შექმნილი რუსეთისა და საქართველოს ინტერესების სექციების პოტენციალიც.
რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს მის ახლობელ ქართველ ხალხთან, რომელთანაც ჩვენ, ერთიან სახელმწიფოში (სხვადასხვა სახელით), არაერთი ასეული წლის განმავლობაში ვცხოვრობდით. დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოების სწრაფი გადალახვა, ორმხრივი კავშირების აღდგენა და მათი სრულფასოვანი განვითარება პასუხობს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების გრძელვადიან ინტერესებს“.
წყარო:
http://www.trud.ru/article/20-08-2020/1393051_sergej_lavrov_pandemija_uskorila_myslitelnye_protsessy_v_evrosojuze.html
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო