"სერიოზულად ვართ მზად, განვიხილოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები"
ჩვენ სერიოზულად ვართ მზად, განვიხილოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენ არ გვექნება ილუზიები, რომ დასავლეთი იქნება სანდო პარტნიორი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, დასავლეთი არ შეიძლება, იყოს სანდო პარტნიორი.
„დასავლეთს შეუძლია ღალატი ნებისმიერ დროს და პირობების დარღვევა. ჩვენ დამოკიდებული არ ვიქნებით დასავლეთზე იმ მიმართულებებზე, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხოვრებისთვის. რუსეთი ამ სიტუაციიდან გამოვა იმ გაგებით, რომ დასავლეთი არ შეიძლება, იყოს სანდო პარტნიორი. ჩვენ გვინდა დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა, რომელიც არ შექმნის საფრთხეს რუსეთისთვის, არ აკრძალავს რუსულ ენას და კულტურას, რუსულ მართლმადიდებულ ეკლესიას“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები პრინციპებს არღვევენ, როცა უკრაინაში იარაღს გზავნიან.
ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს პირდაპირი საფრთხე შეექმნა, თუმცა არავინ მოუსმინა.
მისი თქმით, ის, ვინც ავსებს უკრაინას იარაღით, ის არის შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი.
„რაც შეეხება გარედან იარაღის მიწოდებას, ევროკავშირის ქვეყნები არღვევენ პრინციპებს, რომ გზავნიან იარაღს უკრაინაში. სად მოხვდება საზენიტო გადასატანი სისტემები შემდეგ, ეს გაურკვეველია. ეს დიდი ხნის განმავლობაში შექმნის საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის. რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას და არ გეგმავს სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. შეიქმნა პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის. ჩვენ არავინ არ მოგვისმინა. პუტინმა ამაზე არაერთხელ განაცხადა. რესპუბლიკებზე თავდასხმა თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. აქვე საინტერესოა, რას აკეთებს პენტაგონი უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიებში. აშშ-ში ამ ინფორმაციას უარყოფენ, ევროკავშირში კი ინფორმაციას არ ფლობენ. ამერიკელები ამას დიდი საიდუმლოებით აკეთებენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აკეთებენ ლაბორატორიებს რუსეთის მახლობლად. ის, ვინც ავსებს უკრაინას იარაღით, ის არის შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა ლავროვმა.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი