უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა.
აღნიშნული განცხადება მან დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ლტოლვილების დანახვის შემდეგ ბაიდენმა უპასუხა, რომ პუტინი "ყასაბია".
„თითოეულმა ბავშვმა თქვა რაღაც: „ილოცე მამაჩემისთვის, ბაბუაჩემისთვის ან ჩემი ძმისთვის, რომელიც იქ იბრძვის“. მახსოვს, როგორია, როცა ვინმე ომის ზონაში გყავს. ყოველ დილით დგები და ფიქრობ, უბრალოდ ფიქრობ და ლოცულობ, რომ არ მიიღო [მისი გარდაცვალების შესახებ] სატელეფონო ზარი“, - დასძინა ბაიდენმა.
სიახლეები
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა