გერმანია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
როგორც შოლცის სპიკერმა, შტეფენ ჰებესრაიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შოლცმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გარანტორის როლთან დაკავშირებით "გენერალური მზადყოფნა" გამოხატა.
ჰებესრაიტმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს სპეკულირება იმის შესახებ, შეიცავს თუ არა უსაფრთხოების გარანტიის როლი სამხედრო კომპონენტსაც.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"