"მსოფლიოს არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია და არც საქართველოს წინააღმდეგ ომი" - ვოლოდიმირ ზელენსკი
თუნდაც ერთხელ ტირანიას რომ პასუხი გასცემოდა მის მიერ გაჩაღებული ომისთვის, ის არსებობას შეწყვეტდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ამის შემდეგ, გარანტირებული იქნებოდა პატიოსანი მსოფლიო.
„მსოფლიო კი მართლაც შეიცვლებოდა და მაშინ, შესაძლოა, არ ყოფილიყო ჩვენთან ომი, ჩემ ქვეყანაში, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. თუმცა, მსოფლიოს არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია და კიდევ უფრო ადრე - საქართველოს წინააღმდეგ ომი, კიდევ უფრო ადრე მოლდოვასგან მთელი დნესტრისპირეთის რეგიონის ჩამოშორება. არ იმის ნახვა, რუსეთი როგორ ამზადებს ნიადაგს კიდევ სხვა კონფლიქტებისთვის და ომებისთვის თავისი საზღვრების სიახლოვეს. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს? დაუყოვნებლივ ვაგებინოთ პასუხი რუს სამხედროებსა და ბრძანების გამცემებს სამხედრო დანაშაულებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო