"მაქვს ერთი გზავნილი რუსი ჯარისკაცებისთვის - დაყარეთ იარაღი, დატოვეთ ბრძოლის ველი" - შარლ მიშელი
მე მაქვს ერთი გზავნილი რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე არიან - თუ არ გინდათ მონაწილეობის მიღება თქვენი უკრაინელი ძმებისა და დების მკვლელობაში, თუ არ გსურს იყოთ კრიმინალები, დაყარეთ იარაღი, შეწყვიტეთ ბრძოლა, დატოვეთ ბრძოლის ველი,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკვე გამოიკვეთა ქვეყნები, რომლებიც მზად არიან თავშესაფარი მისცენ ჯარისკაცებს, რომლებიც უარს იტყვიან რუსეთის ბრძანებების შესრულებაზე.
შარლ მიშელმა თავის ევროპელ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთის მიერ ჩადენილი სიმხეცის შესაჩერებლად.
„დღეს გამოვხატავთ ჩვენს განრისხებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო ბუჩაში და უკრაინის სხვა ბევრ ქალაქში. ეს არის კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საზღვარი არ აქვს. კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმის, რომ სხეულები მიმოფანტული ქუჩებში, მასობრივი სასაფლაოები ეს არ არის სპეციალური ოპერაცია, ეს არის ომის დანაშაულები და ჩვენ ევროკავშირში არ შევაქცევთ ზურგს და ჩავხედავთ რეალობას პირდაპირ თვალებში. უნდა იყოს და იქნება კიდეც მძიმე შედეგები ყველასთვის, ვინც ამაზე პასუხისმგებელია. ჩვენ უკვე ვუჭერთ მხარს ყველა მცდელობას, შეგროვდეს მტკიცებულებები და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ამის ჩამდენმა ადამიანებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ. ძვირფასო კოლეგებო, მე მაქვს ერთი გზავნილი რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე არიან: თუ არ გინდათ მონაწილეობის მიღება თქვენი უკრაინელი ძმებისა და დების მკვლელობაში, თუ არ გსურს იყოთ კრიმინალები, დაყარეთ იარაღი, შეწყვიტეთ ბრძოლა, დატოვეთ ბრძოლის ველი. მე ვიცი ძვირფასო კოლეგებო, პარლამენტის წევრებო, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააკეთა შეთავაზება, მიანიჭოს თავშესაფარი რუს ჯარისკაცებს, ვინც არ დაემორჩილება რუსეთის ბრძანებებს. ჩემი აზრით, ეს ღირებული იდეაა, რომელიც უნდა შესრულდეს.
ძვირფასო კოლეგებო, ზუსტად ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევაჩეროთ ეს სიმხეცე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
სიახლეები
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- "დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი