იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო განიხილავს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის საჭიროებას უკრაინისთვის
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უკრაინას აღჭურვილობის მიწოდებით მხარს უჭერენ, რათა „დაიცვან მისი თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიითაა დაცული“.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა დღეს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს განუცხადა.
სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ნატო დღევანდელ შეხვედრაზე „განიხილავს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მსუბუქი, მაგრამ ასევე მძიმე იარაღის და უკრაინის მრავალი სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროებას“.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ''ნატოსა'' და „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინის მხარდაჭერ გზებს განიხილავენ.
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- "დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე