უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს
უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ დღეს მიიღო.
„რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ დღეს ეს იურიდიულად დავაფიქსირეთ, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ.
რუსული წარმოების პროდუქციაზე ემბარგოს დაწესების შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაშიც განაცხადეს.
„რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგო დაწესდა. რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის იმპორტი აკრძალულია“, – განაცხადა უმაღლეს რადაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, ტარას მელნიჩუკმა.
ამასთან, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა შეთანხმება ბელარუსთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
სიახლეები
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- "დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი