უკრაინის გენპროკურორი - კიევის რეგიონში 1200-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს
კიევის რეგიონში 1 222 ცხედარი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიტქტოვამ Sky News-ს განუცხადა.
„რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინის ყველა რეგიონში არის ომის დანაშაულები, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის გამოსასწორებლად“, - განაცხადა ვენედიტქტოვამ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა განახორციელა სარაკეტო თავდასხმა რკინიგზის სადგურზე ქალაქ კრამატორსკში, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის ხელისუფლება 5600 სავარაუდო ომის დანაშაულის შემთხვევას იძიებს, რომელიც რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგაა ჩადენილი. არსებული ინფორმაციით, დადგენილია 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი ომის დამნაშავე, მათ შორის რუსეთის უმაღლესი სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნები.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით