რუსეთმა ბრაზილიას დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან გამკლავებაში დახმარება სთხოვა - Reuters
რუსეთი ბრაზილიას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და “დიდ შვიდეულში“ მხარდაჭერას სთხოვს, იმისთვის, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამკლავებაში დაეხმაროს, - ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრს, პაულო გუდესს წერილი მისწერა და „პოლიტიკური ბრალდებებისა“ და „დისკრიმინაციის მცდელობების“ თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და მრავალმხრივ ფორუმებში მხარდაჭერა სთხოვა.
„კულუარებში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში რუსეთს გადაწყვეტილების მიღების უფლება შეუზღუდონ, ან საერთოდ შეუჩერონ. მოგეხსენებათ, რუსეთი ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების პერიოდს გადის, რომელიც გამოწვეულია შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციებით,“- წერს მინისტრი სილუანოვი წერილში, რომელიც, Reuters-ის ცნობით, 30 მარტით თარიღდება.
წერილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ბრაზილიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, ერივალდო გომესმა განაცხადა, რომ ბრაზილიას სურს, რუსეთი მრავალმხრივ ორგანიზაციებში დისკუსიების მონაწილედ დარჩეს.
”ბრაზილიის თვალსაზრისით, ღია დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი ხიდებია და ჩვენი შეფასებით, ეს ხიდები უნდა შენარჩუნდეს,“- აღნიშნა ერივალდო გომესმა.
სიახლეები
- საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- ოდესისა და სუმის ოლქებზე მასშტაბური თავდასხმები იყო
- მექსიკაში, გზატკეცილზე 6 ადამიანის თავი იპოვეს
- “ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს” - შალვა პაპუაშვილი
- მედიის ცნობით, უკრაინის ყოფილი სამხედრო მეთაური და ამჟამინდელი ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნი ზელენსკის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ფარულად ემზადება