პუტინთან დაახლოებულ უკრაინელ ოლიგარქს ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა შეეფარდა
პუტინთან დაახლოებულ უკრაინელ ოლიგარქს ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ქალაქ ლვოვის ლიჩაკოვის რაიონული სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება 26 თებერვალს მედვედჩუკის შინაპატიმრობიდან გაქცევისა და 2 მარტს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროცესი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართა. სასამართლოს დადგენილების თანახმად, ეჭვმიტანილსა და მის უფლებადამცველს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. Unian-ის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ლვოვის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკის კუთვნილი 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღა.
სიახლეები
- ,,ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად დასრულება"- ზელენსკი
- ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება ტრამპის „მე-5 მუხლის მსგავს“ უსაფრთხოების გარანტიებს და ამბობს, რომ უკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის უგემური და ძნელად მოსანელებელია“
- რუსეთის თავდასხმას ხარკოვში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია
- დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიები, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
- “გამოართვა თანხა და სცადა, მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს” – სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა