უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუს სეპარატისტთა ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური, მეტსახელით მიშა „ჩეჩენი" მოკლეს - BBC
უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუს სეპარატისტთა ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური მიხაილ კიშიკი მოკლეს. იგი ცნობილია მეტსახელით მიშა „ჩეჩენი", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კიშიკი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარებმა და სეპარატისტებმა უკრაინის არმიის წინააღმდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევა დაიწყეს. როგორც ცნობილია, კიშიკი ქალაქ კრემენნაიასთან დაიღუპა.
როგორც BBC-ი იუწყება, კიშიკი და მისი ბატალიონი უკრაინული ძალების წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვიან. კონფლიქტის საწყის ეტაპზე მას და მის მებრძოლებს ბრალი ლუგანსკის რეგიონში, საცხოვრებელი უბნების ძარცვაში ედებოდათ.
ამასთან, 2016 წელს, რუსულმა დამოუკიდებელმა მედია „ნოვაია გაზეტამ" გამოაქვეყნა გამოძიების შესახებ, სადაც კიშიკი უკრაინის აღმოსავლეთში, კონტრაბანდისტთა ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დასახელდა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით