უკრაინის საჰაერო ძალებმა S-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალებმა პარტნიორი ქვეყნებისგან S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის" სარდლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე ასრულებს საბრძოლო ამოცანებს სამხრეთ რეგიონში.
„ვაგრძელებთ ცის დახურვას რუსული საფრთხისგან. პარტნიორი ქვეყნებისგან მოწოდებულმა S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში. კომპლექსი უკვე ასრულებს საბრძოლო მისიებს" ,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათი განმარტებით, S-300-ს შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150 კილომეტრის დისტანციაზე.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით