"დიდი შვიდეულის" ლიდერები უკრაინის საკითხზე ვირტუალურ კონფერენციას გამართავენ
"დიდი შვიდეულის" ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკისთან ერთად დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ოფიციალური კიევისთვის გაწეულ დასავლურ მხარდაჭერას განიხილავენ.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვირტუალური შეხვედრის მასპინძელი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება, ხოლო უკრაინის პირველი პირი ლიდერებს მის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიაწვდის ინფორმაციას.
გამოცემა „გარდიანის“ თანახმად, მოსალოდნელია, რომ განიხილება რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება ან სულ მცირე, იმ უზარმაზარი ეკონომიკური სასჯელის გამკაცრება, რომელმაც უკვე დააზარალა რუსეთი.
გარდა ამისა, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაც გაიმართება.
ისინი ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავენ, რომელიც ამჯერად უნდა მოიცავდეს რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო