''თუ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული'' - ბორის ჯონსონი
ჩემი მიზანია შევაჩერო შემდგომი კატასტროფა, მათ შორის ეკონომიკური შედეგები.
თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჰელსინკში ფინეთის პრეზიდენტთან საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორივე ქვეყნის ლიდერმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და აგრეთვე, მიმდინარე კონფლიქტზე ევროპის რეაქცია განიხილეს.
„კატასტროფის ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, დიახ, ჩვენ დავეხმარებით ერთმანეთს, მათ შორის სამხედრო კუთხით, მაგრამ ამ დახმარების ბუნება დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე“,- აღნიშნა ჯონსონმა.
ფინეთს პრეზიდენტის თქმით, ფინეთი ბრიტანეთის მხარდაჭერას აფასებს.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას - ჩვენ ერთად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ერთმანეთს ნებისმიერ ვითარებაში, კარგ და ცუდ ამინდში. აქ, ფინეთში, ჩვენ ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერას ნატოს ღია კარის პოლიტიკისა და ნატოს პოტენციური წევრობის მიმართ. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
ნიინისტომ დასძინა, რომ მისი ქვეყნის ნატოში წევრობა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და რომ სურთ მაქსიმალურად გაზარდონ საკუთარი უსაფრთხოება ამა თუ იმ გზით.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ "ცივი ომის შემდგომი პერიოდის დასასრული" გამოიწვია, "გადაწერა ჩვენი რეალობა" და "ახალი ფორმა მისცა ჩვენს მომავალს".
სიახლეები
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი