კიევზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
უკრაინის დედაქალაქ კიევში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა.
"რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევის დარნუცკის და დნიპროვსკის რაიონებში. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე. დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით", - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
გარდა ამისა, როგორც დასავლური მედია წერს, ვრცელდება ცნობები საპორტო ქალაქ ოდესის მახლობლად დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო იერიშების შესახებ.
არსებული ინფორმაციით, კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიევში დღეს დილით რუსული ძალების საჰაერო თავდასხმებს ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც.
„აგრესორი აგრძელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, კერძოდ კიევში“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით