''ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე'' - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც რუსეთის მიერ აღიარებულ ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“ კვაზი სახელმწიფოები უწოდა.
„ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის/ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა. სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ პოლიტიკურ რუკაზე. პუტინს სურდა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულ ქვეყნად აქცია“,- წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, გუშინ, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ცნობს არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც „სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და ეს პრინციპი ასევე გავრცელდება ლუგანსკისა და დონეცკის კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიების მიმართ.
სიახლეები
- ტორტი „ესპრესო“
- “საინტერესო იყო, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ” - თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე
- “არ ვაპირებთ არც ე.წ. შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას” - „კოალიცია ცვლილებისთვის“
- ტეხასში ძლიერი წყალდიდობაა - ეძებენ ბავშვებს, 24 ადამიანი დაიღუპა
- „ჰამასი“ აცხადებს, რომ მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით