ევროპის სამხრეთში ძლიერი ხანძრებია
ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ხანძრებმა იმატა ევროპის სამხრეთში. განსაკუთრებით რთული სიტუაცია შეიქმნა პორტუგალიასა და ესპანეთის დასავლეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.
პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ლეირიის ოლქში ხანძარმა უკვე გაანადგურა 3000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ქვეყნის ხელისუფლებამ ყველა ძირითადი ავტომაგისტრალი გადაკეტა. ოთხშაბათს, მხოლოდ ლეირიაში ცეცხლის ოთხ დიდ კერას 1500-მდე მეხანძრე ებრძოდა. ცეცხლის ქრობას ძლიერი ქარი ართულებს. ხანძარია პორტუგალიის სამხრეთში, ალგარვეს ტურისტულ რეგიონშიც, სადაც ცეცხლის კერები საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. პორტუგალიაში სტიქიის ზონებიდან ევაკუირებულია 800-მდე ადამიანი.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს