''უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით'' - ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის (510 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარება დაამტკიცა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
"ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, აღნიშნული დახმარების ღონისძიება მიზნად ისახავს, რომ გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სტაბილურობის მიმართ, რათა დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიისგან“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
საბჭოს თანახმად, დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებით, მთლიანი პაკეტი 2,5 მილიარდ ევროს (2,55 მილიარდ აშშ დოლარამდე) მიაღწევს.
„ევროკავშირი რჩება კონცენტრირებული და მტკიცე მხარდაჭერა აქვს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე შეთანხმდნენ, რაც 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო აღჭურვილობას შეადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე