აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებას
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღების სარატიფიკაციო დოკუმენტი.
შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სენატორმა. წინააღმდეგი იყო ერთი - რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული. სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის მიწვევით, 3 აგვისტოს, კენჭისყრას დაესწრნენ ფინეთის და შვედეთის ელჩები. სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც, ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს.
სენატორმა შუმერმა რეზოლუციის ორპარტიულ მხარდაჭერას უწოდა სიგნალი რუსეთისთვის, რომ ის ვერ შეძლებს აშშ-ის და ევროპის დაშინებას. სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პუტინმა სცადა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოეყენებინა დასავლეთის გასახლეჩად, მაგრამ ამერიკა-ევროპის კავშირი დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს