პენტაგონის განცხადებით, სომალიში, აშშ-ის ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ 13 მებრძოლი მოკლეს
პენტაგონის განცხადებით, სომალიში, ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა საჰაერო იერიშის დროს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ 13 მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
პირველადი შეფასებებით, განხორციელებული თავდასხმისას არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა ან დაღუპულა.
პენტაგონის აფრიკის სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმა 14 აგვისტოს თედაანთან, მაშინ განხორციელდა, როდესაც „ალ-შაბაბის“ მებრძოლები თავს სომალის ეროვნული არმიის ძალებს ესხმოდნენ.
„აშშ-ს ძალები უფლებამოსილნი არიან დარტყმები განახორციელონ პარტნიორი ძალების დასაცავად“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ კვირას ამერიკულმა ძალებმა იერიშის დროს, იმავე რეგიონში „ალ-შაბაბის“ ოთხი წევრი მოკლეს.
\
შეგახსენებთ, მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომალიში აშშ-ს ჯარების აღდგენის შესახებ ბრძანება გასცა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებას „ალ-შაბააბთან“ საბრძოლველად დაეხმაროს. ბაიდენმა აღნიშნული ნაბიჯით მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელმაც სომალიდან აშშ-ს ძალების უმეტესობა გაიყვანა.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს