ჩინელი ჯარისკაცები რუსეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან
ჩინელი ჯარისკაცები რუსეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
მედიის ცნობით, აღნიშნულ წვრთნებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები ინდოეთიდან, ბელარუსიდან და ტაჯიკეთიდან.
ჩინეთის თავდაცვის უწყების თქმით, მათი მონაწილეობა წვრთნებში არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ სიტუაციასთან.
ამასთან, ისინი დასძენენ, რომ წვრთნები ორმხრივი შეთანხმების ნაწილია.
გარდა ამისა, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი განზრახვა მონაწილე ქვეყნების ჯარებთან პრაქტიკული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებაა.
როგორც ოფიციალური პეკინი აღნიშნავს, აგრეთვე მათი მიზანია, "მონაწილე მხარეებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საფრთხეებზე რეაგირების უნარის გაძლიერება".
რუსეთში "ვოსტოკის" წვრთნების 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება. ბოლო ასეთი წვრთნები 2018 წელს გაიმართა, როდესაც ჩინეთმა პირველად მიიღო მონაწილეობა.
სიახლეები
- “იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის” სამსახურში, როგორც ამას ყოფილი ელჩები აკეთებდნენ გასული წლების განმავლობაში” - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 სექტემბრისთვის
- ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა
- “ფონ დერ ლაიენის მსგავსმა პოლიტიკოსებმა ორ მსოფლიო ომში ჩაგვითრიეს” - ორბანი
- “სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს” - სუს-ი