ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ მისი ჯარების უკრაინიდან გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ჯარები დატოვებენ უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას.
18 აგვიტოს გაიმართა ზელენსკის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშსა და თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.
პრესკონფერენციაზე ზელოენსკიმ ასე თქვა, რომ დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის პარამეტრებს ზაპორიჟიის ატომურ სადგურის შესახებ.
ლვოვში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს ატომური ელექტროსადგურიდან ცეცხლის დაშენა.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ინარჩუნებს რწმენას, რომ ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება“. ერდოანის თქმით, სტამბულის შეთანხმების დადებითი შედეგები არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მთელმა მსოფლიომ იგრძნო.
თურქეთის პრეზიდენტი აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან განიხილოს ზელენსკისთან და გუტერეშთან ლვოვის მოლაპარაკების შედეგები.
ლვოვში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანი, ანტონიუ გუტერეში მოწოდებით გამოვიდა, რუსეთს კონტროლის ქვეშ მყოფი, უკრაინის ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის, დემილიტარიზაციისკენ და თქვა, რომ იგი უკიდურესად შეშფოთებულია სადგურში და მის გარშემო არსებული ვითარებით. ობიექტი „ არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის ნაწილი. ამის ნაცვლად, სასწრაფოდ არის შეთანხმება საჭირო ზაპორიჟიის სადგურის, როგორც წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - თქვა მან.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე