ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა
ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, რუსეთთან, კერძოდ, კალინინგრადის ოლქთან ქვეყნის საზღვაო და სახმელეთო საზღვრები გაძლიერებული დაცვის რეჟიმზე გადავიდა.
„შეიარაღებული კალინინგრადი ახლოს არის, მეზობლების მხრიდანაც არის მუქარა, ამიტომ ჩვენ ვიმყოფებით მზადყოფნის მაღალ რეჟიმზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მესაზღვრეების უზრუნველყოფას. ახლახან განახლებული სარადარო სისტემა კიდევ უფრო სწრაფ რეაგირებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ ლიეტუვისთვის მნიშვნელოვანია კლაიპედას პორტის დაცვა, რადგან აქ განთავსებულია გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები.
ასევე, მინისტრის თქმით, კლაიპედას ადმინისტრაციამ მოამზადა 38 თავშესაფარი, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ხუთი პროცენტის შეფარებას შეძლებს.
სიახლეები
- “დემოკრატია მხოლოდ მაშინ იძენს ძალას, როცა პრინციპებთან თანხვედრა სიტყვით კი არა, საქმით მტკიცდება” - ირაკლი შენგელია
- „ლელო - ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- “თუ არალეგიტიმურია მთავრობა, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის” - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე
- ტორტი „ესპრესო“
- “საინტერესო იყო, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ” - თემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე