''ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით... და თქვენ გარეშე!"
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ტერორისტული აქტებია.
„უკუნით სიბნელეშიც კი უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ნათლად ხედავს ამ ტერორისტულ აქტებს. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. არანაირი სამხედრო ობიექტები“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამზე“.
ზელენსკი რუსებს მიმართავს, კვლავ ფიქრობენ თუ არა, რომ შეძლებენ უკრაინელების დაშინებასა და გატეხვას.
„ისევ გგონიათ, რომ ჩვენ „ერთი ხალხი ვართ“, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, გაგვტეხთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე წავიდეთ? მართლა ვერაფერი გაიგეთ? ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ?
გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. საჭმლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენ გარეშე.
სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის არ არის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც თქვენი „მეგობრობა და ძმობა“.
მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით... და თქვენ გარეშე!"- წერს ზელენსკი.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო