"ვუპასუხებთ ტერორისტებს მათ ყოველგვარ სისასტიკეზე, ყველა რაკეტაზე, ჩვენ ეს შეგვიძლია"
ჩვენ ვუპასუხებთ ტერორისტებს მათ ყოველგვარ სისასტიკეზე, ყველა რაკეტაზე, ჩვენ ეს შეგვიძლია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, დღეისთვის თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი დეოკუპირებულია, რაც იყო უკრაინელი ჯარისკაცების უპრეცედენტო მოქმედება.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოვლენების შესაბამისად რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი უკრაინული ძალებისთვის დანებებაა და მხოლოდ ეს უზრუნველყოფს მათი სიცოცხლისა შენარჩუნებას ყველა კონვენციის შესაბამისად.
„მხოლოდ აქტიური ოპერაციების პირველ დღეს ჩვენი ჯარები 19 კმ დაწინაურდნენ. ხუთი დღის შემდეგ 110 კილომეტრი ბრძოლებით დაიფარა. მთლიანობაში დეოკუპირებულია თითქმის 400 დასახლებული პუნქტი. ამ ტერიტორიაზე დარჩენილი 150 000 უკრაინელი ახლა ისევ გრძნობს, რომ ჩვეულებრივი, უსაფრთხო, ნორმალური ცხოვრებაა. რუსეთის არმია ხარკოვის მხარეში ხუთ თვეზე მეტი იმყოფებოდა. და ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტებს არც კი უცდიათ რამე გაეკეთებინათ ხალხისთვის, მხოლოდ ანადგურებდნენ, მხოლოდ ართმევდნენ, მხოლოდ მიჰყავდათ“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- 2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარს აცხადებს
- პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
- “ევრონესტის პლატფორმა ევროპარლამენტმა გადააქცია შანტაჟის იარაღად - ამ ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში” - შალვა პაპუაშვილი
- “კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პარტიის არცერთი ნიშანი არ აქვს, რადგან ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური კომიტეტი” - გია ვოლსკი