"რუსეთს არ შეიძლება ერთი დუიმითაც რომ დავუთმოთ"
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი მიიჩნევს, რომ კრემლის მთავარ მიზანს დაშინების გზით თავის იმპერიული მიზნის რეალიზება წარმოადგენს.
ამის შესახებ კაია კალასმა ტალინში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებისა და სამხედრო ხელმძღვანელებთან თათბირზე განაცხადა.
კრემლი მოლაპარაკებებზე იმიტომ საუბრობს, რომ, კალასის აზრით, იმედოვნებს მიიღოს მასზე ისეთი რამ, რაც ძალით ვერ შეძლო. "სწორედ ამიტომ არ შეიძლება, რომ რუსეთს ერთი დუიმითაც დავუთმოთ", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ მინისტრმა.
კალასი მიიჩნევს, რომ ომის დროს მსოფლიო ახალ ვითარებასთან ადაპტირება სჭირდება, რუსეთთან ურთიერთობაში ეს ნიშნავს 4 პრინციპის დაცვას:
პირველ ყოვლისა, ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა აახლოებს მშვიდობას, ამიტომ ევროპამ უნდა დააჩქაროს და გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.
მეორე, "რუსეთმა პასუხი უნდა აგოს სამხედრო აგრესიისთვის, დანაშაულებრივი აგრესიისა და სამხედრო დანაშაულებისთვის";
მესამე, რუსეთისათვის აგრესიის ფასი "მიუწვდომელი" უნდა იყოს; ამისთვის საჭიროა სანქციების გამკაცრება და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფა.
მეოთხე - ნატოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სრულად საიმედო თავდაცვა.
8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი საზღვრების გადაკვეთის უფლებას აღარ მისცემენ რუსეთის მიოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები აქვთ.
ბალტიის ზღვის ქვეყნების მთავრობები აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის ნაკადის ზრდა „ეროვნული უსაფრთხოების“ საკითხია და პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ ამ ქვეყნებს, არამედ მთელ ევროკავშირსა და შენგენის ზონის სივრცეს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე