ირანში ხელისუფლებამ „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფზე“ წვდომა შეზღუდა
ირანში საპროტესტო ტალღის ზრდის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებზე „ინსტაგრამსა“ და „ვოთსაფზე“ წვდომა შეზღუდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფი“ ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავშირი დაკარგა ირანის ფოსტის მობილური ტელეფონის პროვაიდერმა.
თეირანისა და სამხრეთ ირანის ორმა მაცხოვრებელმა თქვა, რომ „ვოთსაფზე“ მხოლოდ ტექსტის გაგზავნა შეუძლიათ, „ინსტაგრამი“ კი მთლიანად დაბლოკილია.
სოციალური მედიის ვებსაიტები, როგორიცაა „ტიკტოკი“, „იუთუბი“, „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“ რეგულარულად იბლოკება ისლამური რესპუბლიკის ნაწილებში, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ინტერნეტკონტროლი აქვს.
ირანში საპროტესტო ტალღის აგორება გასულ კვირას 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია, რომელიც მორალის პოლიციამ „შეუსაბამო ჩაცმულობისთვის“ დააკავა.
სიახლეები
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
- "შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია"- ილჰამ ალიევი