რუსეთმა იცის „მძიმე შედეგების“ შესახებ, რომლებიც უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვება
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გაცხადებით, რუსეთმა იცის „მძიმე შედეგების“ შესახებ, რომლებიც უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვება.
„მათ იციან რომ მძიმე შედეგები იქნება. არ განვავრცობ იმაზე თუ როგორი რეაქცია გვექნება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა სახის მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება გამოიყენონ.
საქმე იმაშია, რომ ატომური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენების ალბათობა ჯერ კიდევ დაბალია, მაგრამ პოტენციური შედეგები იმდენად დიდია, რომ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. რიტორიკა, მუქარები, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი ისევ და ისევ ავრცელებს, ზრდის დაძაბულობას, საშიში და უგუნურია”, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს