''საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება''
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამასთან, საომარი მდგომარეობის დროს მეთაურის ბრძანებების შეუსრულებლობა დაისჯება ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე კანონი დეზერტირობისთვის ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო