რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში აღიარეს, რომ მობილიზებულთა ნახევარი შეცდომით გაიწვიეს
რუსეთის ხაბაროვსკის ოლქიდან უკრაინასთან საომრად მობილიზებულების ნახევარი შეცდომით გაიწვიეს. ამის შესახებ, როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
ხაბაროვსკის გუბერნატორმა მიხაილ დეგტიაროვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამსახურიდან გაათავისუფლეს ოლქის სამხედრო კომისარი იური ლაიკო.
გუბერნატორის თანახმად, ათ დღეში უწყება მიიღო რამდენიმე ათასმა ხაბაროვსკელმა და მათგან დაახლოებით ნახევარი უკან დააბრუნეს, რადგან არ შეესაბამებოდნენ შესაბამის კრიტერიუმებს. ამასთან, დეგტიაროვმა განაცხადა, რომ ეს ხელს არ შეუშლის „პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებას“.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ხაბაროვსკის ოლქის კომისარიატის მიერ გაწვეულთა შორის იყვნენ შიზოფრენიით დაავადებული პაციენტი და მამაკაცი, რომელიც მარტო ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს