ყირიმის ხიდზე ხანძარია
ყირიმის ხიდზე, რომლითაც ანექსირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწვავის ავზს გაუჩნდა.
სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ვრცელდება ცნობა, რომ ხიდზე გადაადგილება შეჩერებული იყო.
რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად, მატარებელი ქერჩის სადგურიდან გაყვანილია და მიმდინარეობს საავარიო სამუშაოები.
ყირიმის ხიდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით აშენდა და 2018 წელს გაიხსნა. ამ ხიდს რუსეთი უკრაინის სამხრეთში მყოფი საჯარისო ნაწილების მომარაგებისთვის იყენებს.
სიახლეები
- დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარს აცხადებს
- პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
- “ევრონესტის პლატფორმა ევროპარლამენტმა გადააქცია შანტაჟის იარაღად - ამ ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში” - შალვა პაპუაშვილი
- “კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პარტიის არცერთი ნიშანი არ აქვს, რადგან ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური კომიტეტი” - გია ვოლსკი
- დღეიდან საჯარო სამსახურებზე ახალი კანონი ამოქმედდა