2022 წელს მკვეთრად გაიზარდა პროფესიული საქმიანობისას დაღუპულ მასმედიის თანამშრომელთა რიცხვი
2022 წელს მკვეთრად გაიზარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ მასმედიის თანამშრომელთა რიცხვი. ამას ხელი შეუწყო უკრაინაში ომმა, ქოაოსმა ჰაიტიში და დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან ძალადობის გაზრდამ, ნათქვამია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ყოველწლიურ ანგარიშში.
წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 67 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ეს შარშანდელზე 20-ით მეტია. მათ შორისაა 12 ჟურნალისტი, უმრავლესობა უკრაინელები. ისინი ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გაშუქებისას დაიღუპნენ. უკრაინის ომის პერიოდში დაიღუპა ასევე ამერიკელი რეჟისორი-დოკუმენტალისტი ბრენტ რენო. მრავალი სასიკვდილო შემთხვევა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში მოხდა.
როგორც იტყობინებიან, 375 ჟურნალისტი ზის ციხეში საკუთარი საქმიანობის გამო. მედიის თანამშრომელთა შორის ნასამართლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია ჩინეთში, ბირმასა (მიანმარი) და თურქეთში. გასულ წელს პატიმრობა მიესაჯა 365 ჟურნალისტს, ნათქვამია ანგარიშში.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ყველა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს, უფრო ყურადღებით დაიცვან მედიის თანამშრომელთა უფლებები და თავისუფლებები.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"