"ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა"
ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
სტატისტიკური მონაცმებით, ყველაზე მეტი – 3,5 მილიარდი ევრო ბელგიამ გაყინა. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 2,5 მილიარდით და გერმანია 2,2 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივებით.
ამ სიაში არის ასევე მალტაც, სადაც უკვე დაბლოკილია 150 ათასი ევრო. ეს თანხა მოიცავს უძრავი ქონების ღირებულებას, ასევე იახტებს, ვერტმფრენებს და ხელოვნების ნიმუშებს. ასევე ამ დრომდე გაყინულია რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 300 მილიარდი ევრო.
როგორც გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ბრიუსელში ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურად განიხილება.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი